შინაარსზე გადასვლა

ირაკლი კობახიძის კაბინეტი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ირაკლი კობახიძის კაბინეტი საქართველოს მოქმედი მთავრობაა, რომელსაც პრემიერ-მინისტრის რანგში ირაკლი კობახიძე მეთაურობს და შედგება „ქართული ოცნების“ წევრებისგან. კობახიძე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მმართველმა გუნდმა 2024 წლის 1 თებერვალს წარადგინა.[1] კობახიძემ პროგრამა 2 თებერვალს წარადგინა.[2] საქართველოს პარლამენტმა კობახიძის მთავრობა 2024 წლის 8 თებერვალს დაამტკიცა.[3] კობახიძემ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ჩაანაცვლა ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც 2024 წლის 29 იანვარს გადადგა.[4]

პორტფელი მინისტრი პერიოდი პარტია
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აპრილი 1, 2021 – დღემდე ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი თებერვალი 9, 2022 – დღემდე ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი დეკემბერი 30, 2021 – მარტი 1, 2024 ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო
მიხეილ სარჯველაძე მარტი 11, 2024 – დღემდე ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო
შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური სექტემბერი 8, 2019 – დღემდე ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო
იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე აპრილი 1, 2021 – დღემდე ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო
საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი აპრილი 4, 2022 – დღემდე ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო
განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი მარტი 20, 2023 – დღემდე ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია თებერვალი 9, 2022 – დღემდე ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო
თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი თებერვალი 8, 2024 - დღემდე ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე თებერვალი 22, 2021 – დღემდე ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო
საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი მარტი 21, 2021 – დღემდე ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი თეა ახვლედიანი აგვისტო 6, 2020 – დღემდე ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო
  1. Ruling party congress elects outgoing PM as new Chair, nominates replacement en-US (2024-02-01). ციტირების თარიღი: 2024-02-04
  2. PM candidate formally presents Gov't composition to Parliament en-US (2024-02-01). ციტირების თარიღი: 2024-02-04
  3. Candidate for PM to present Gov't programme to Parliament en-US (2024-02-01). ციტირების თარიღი: 2024-02-04
  4. Georgia PM Irakli Garibashvili resigns en (2024-01-29). ციტირების თარიღი: 2024-01-31